გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები და სხვადასხვა სახეობის გირჩები გამოფინეს დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ადმინისტრაცია გირჩების გამოფენას უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს.
დათვალიერების გარდა მსურველებს, აქსესუარების შეძენათ შეეძლოთ. ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში შესვლა დღეს უფასო იყო.