ქობულეთის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

28 დეკემბერი 2017, 00:00 3073 ნახვა

 4  ხმა 28 ხმის წინააღმდეგ -   ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 27 მილიონ 949 ათას 700 ლარით განისაზღვრა.  

15 მილიონი კაპიტალური ტრანსფერია, რაც, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება. დაგეგმილია სანიაღვრე არხების გამწმენდი ტექნიკის შეძენა, სოფელ ბობოყვათში წყლის, გელაურის დასახლებაში კი კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია. დოკუმენტში გათვალისწინებულია სტიქიით დაზარალებულთათვის ფერდსამაგრი კედლების მოსაწყობი და მრავალბინიანი კორპუსიების გადახურვის პროექტების შეძენაც გაითვალისწინეს. 2018 წელს,  მდინარეების ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების შემაკავებელი  მოწყობილობები დამონტაჟდება.

2 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა  ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები დაამტკიცეს. კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძის თქმით, სფეროში წელს მილიონ 64 ათას 100 ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე განათლების,  კულტურის, სპორტისა და ტურიზმის პროგრამებიც მიიღეს. 2018 წელს, მიმდინარე წლის ანალოგიურად, 12 პროგრამა  იმოქმედებს, აცხადებს კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში