საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,სარფის“ გავლით ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი.
პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი.