დღეს ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი გაიმართება

27 დეკემბერი 2017, 00:00 5579 ნახვა

დღეს ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ციტრუსისაგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურები, ასევე გასართობი და სპორტული თამაშები.

მონაწილე კომპანიები და ფერმერები ერთი დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ.    

ფესტივალზე ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეციტრუსე ფერმერებს დააჯილდოვებენ. დასახელდებიან ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელები

ამავე კატეგორიაში