ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ ბოლო წლებში აიპი სამსახურები ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერთა დასასაქმებლად იქმნება. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ 2013 წლიდან დღემდე 3 აიპი შეიქმნა, მათ შორის ბოლო ,,ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების ცენტრი” მიმდინარე წლის სექტემბერში.
ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ თუ კონკრეტულ მიმართულებებს მონიტორინგი სჭირდება მერიას შეეძლო შესაბამის სამსახურში შტატი დაემატებინა და ახალი აიპის შექმნით ხარჯები არ გაეზარდა. ქობულეთის მერის მოადგილე აცხადებს, რომ გარკვეული ოპტიმიზაცია იგეგმება თუმცა ჯერ-ჯერობით საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
დავით ვერულიძე აიპებში მხარდამჭერების დასაქმებას უარყოფს და აცხადებს, რომ ახალი კადრები კვალიფიკაციის გათვალისწინებით დასაქმდნენ და არა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.