„მხატვრები მშვიდობისთვის“ თავდაცვის სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მხატვრების მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ნახატების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მხატვრები, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ფონდში შეიტანენ.