შვეიცარია საქართველოს გამოცდილებას უზიარებს

28 ივნისი 2016, 00:00 3579 ნახვა

საქართველოში მთიანი რეგიონების განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას სურს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ჩაატარებს კვლევას და გააანალიზებს, რა სახის მოდელით უნდა განვითარდეს საქართველოს მთიანი რეგიონები, განსაკუთრებით კი, უნიკალური ეკოსისტემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი