‘’ლეოგრანდზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს’’ - რაულ თავართქილაძე

26 დეკემბერი 2017, 00:00 5450 ნახვა

‘’ევროპული საქართველოს’’ წევრმა სასტუმრო ‘’ლეოგრანდში’’ მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიება მოითხოვა. რაულ თავართქილაძემ განცხადება დღეს საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოებას კითხვები აქვს. ისინი პასუხებს ხელისუფლებისგან ელოდებიან.

‘’საკითხი ჩაჩუმდა, არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს, რა სტატიაშია გამოძიება. ტრაგედიასთან დაკავშირებით იკვეთება თუ არა ამ დამნაშავე პირების ვინაობა. თქვენ ხართ დღეს ხელისუფლებაში და საზოგადოებას აინტერესებს რა ეტაპზეა  გამოძიება - ამბობს რაულ თავართქილაძე.

‘’ქართული ოცნების’’ წევრები კი აცხადებენ, რომ  გამოძიება მიმდინარეობს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 25 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს საქართველოს - 10  და ირანის - 1 მოქალაქე ემსხვერპლა. 21 ადამიანი კი დაშავდა.

რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტრაგედიის დღეს განაცხადეს, რომ მთავრობის რეაგირება უმკაცრესი იქნებოდა. ‘’კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს საჯარო მოხელე, ინვესტორი თუ მოქალაქე, ვისი ბრალეულობაც დადგინდება" - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი