კუბაში პიტოტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი იზრდება

26 დეკემბერი 2017, 00:00 1979 ნახვა

კუბაში პიტოტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობები 39 ადამიანმა მიიღო.  აფეთქება  ქალაქ რემედიოსში ფოიერვერკების ყოველწლიური ფესტივალის მსვლელობისას მოხდა.  

წინასწარი მონაცემებით, პეტარდებით სავსე  ტომრებში ნაპერწკალი ჩავარდა, რასაც აალება და აფეთქებები მოჰყვა.  ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზოგიერთმა  სერიოზული დამწვრობა მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაშია.  ყველა დაშავებული ადგილობრივი მცხოვრებია. ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი