ბათუმში წინასაახალწლოდ ტემპერატურა 21 გრადუსამდე გათბება. ხვალიდან შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასები გავრცელდება და დასავლეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში 21 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. პერიოდულად მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება +17 გრადუსამდე.
ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდები 4 დღე გაგრძელდება.