ციტრუსის ხარისხი

25 დეკემბერი 2017, 00:00 3076 ნახვა

ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის შიგნით და გარეთ რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. ქობულეთში არასტანდარტული და სტანდარტული მანდარინის ორი დიდი მიმღები საწარმოა, ერთი კი ჩაქვში.

ჩაბარების პრობლემა არ აქვთ, თუმცა ფერმერები ქობულეთში ციტრუსის ხარისხს უჩივიან, ამბობენ, რომ შეწამვლის მიუხედავად მოსავლის ნაწილი მაინც უხარისხოა. პრობლემას შხამ-ქიმიკატების უხარისხობას უკავშირებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ფერმერების ინფორმირებულობის პრობლემაზე საუბრობენ, აცხადებენ რომ ხშირად არ იცის მეციტრუსემ შესაწამლი საშუალებების გამოყენების წესები და ვადები. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში