მსოფლიოს კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. დღესასწაული იზეიმეს ბათუმის სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში. ღვთისმსახურება პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
საშობაო წირვას უცხოელი კათოლიკეებიც ესწრებოდნენ. მსახურება სასტუმრო ლეოგრანდის შენობასთან დაიწყო სადაც 24 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კათოლიკურ სამყაროში ქრისტეს შობას მე-4 საუკუნიდან აღნიშნავენ.