პარლამენტში აჭარის კონსტიტუციურ კანონს განიხილავენ

24 დეკემბერი 2017, 00:00 2104 ნახვა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის მთავარ ცვლილებად დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებენ. საგაზაფხულო სესიიდან კი კანონმდებლები  შრომის კოდექსა და ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის მიღებას გეგმავენ. ასევე პარლამენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ აჭარის კონსტიტუციურ კანონზე იმსჯელებს.

მანამდე კი "ქართული ოცნების" კიდევ ორი ფრაქცია დარეგისტრირდება. ნაცვლად 6-ს მმართველ ძალას 8 ფრაქცია ექნება საკანონმდებლო ორგანოში. ახალ ფრაქციებს გოჩა ენუქიძე და ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებენ.

ამავე კატეგორიაში