კომპენსაციები მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ

24 დეკემბერი 2017, 00:00 2698 ნახვა

კურორტ “გოდერძზე” განაშენიანების გეგმით განსაზღვრული ტერიტორიების ათვისება გრძელდება, რომლის მიხედვითაც “გოდერძზე” მიწის მესაკუთრეები ნაკვეთის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ. ეკონომიკის სამინისტრო 1 კვადრატულ მიწის ნაკვეთს 10 ლარად გამოისყიდის.

რაც შეეხება იმ პირებს ვისაც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ და 10 წელზე  მეტია ფართობს იყენებენ, მათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უნდა წარადგინონ ორი მოწმის ნოტარიულად დამოწმებული  დოკუმენტი და ხულოს მერის წარმომადგენლის ჩვენება რომ მესაკუთრე ნამდვილად ფლობს მიწის ნაკვეთს- ამ კატეგორიის მესაკუთრეებს სამინისტრო 1 კვადრატულ მიწის ნაკვეთში 6 ლარს გადაუხდის.  კომპენსაციის მისაღებად  ხელშეკრულებები უკვე  გაფორმებულია ,  რომლებზეც   4 მილიონ 900 ათას ლარზე მეტი გაიცემა. აქედან 3 მილიონს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო  ხოლო 1 მილიონ 700 ათას ლარს კურორტი  გადარიცხავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი