პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო. უწყებამ კონტროლის შედეგად რამდენიმე პირი უკვე დააკავა. საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას.
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები: 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ -დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში