იერუსალიმის სტატუსი - შეფასებები

22 დეკემბერი 2017, 00:00 2564 ნახვა

მოიქცა თუ არა საქართველო მართებულად, მაშინ როცა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რეზოლუციის მიღებისას დარბაზში არ შევიდა? საკითხი პარლამენტარებმა და მთავრობის წევრებმა შეაფასეს. საქმე ეხება რეზოლუციას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველომ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მიიღო. 128 ქვეყანამ დაუჭირა მხარი დოკუმენტს და მოთხოვნას,  მანამდე კი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ და ამ დრომდე სარგებლობენ ვაშინგტონის ფინანსური დახმარებით.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში