დღეს წელიწადის ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამეა. 22 დეკემბერს ასტრონომიული ზამთარი დგება. ამ დროს მზე სამხრეთ ნახევარსფეროსკენ მაქსიმალურად იხრება.
დედამიწაზე ზამთრის მზებუდობას აღნიშნავს. შეიქმნება ოპტიკური ილუზია, თითქოს მზე გაჩერდა. დღე მატებას 25 დეკემბრიდან დაიწყებს.
წელიწადში ორჯერ: 22 დეკემბერს და 22 ივნისს, დედამიწა ეკლიპტიკის სიბრტყიდან ყველაზე დაშორებულ წერტილებს აღწევს.
ამ დღეებში, დედამიწის ერთ ნახევარსფეროში ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის, ხოლო მეორე ნახევარსფეროში - ყველაზე მოკლე ღამე და გრძელი დღე.