საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ სამინისტროების რაოდენობა შემცირდა. 18-ის ნაცვლად განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით იმუშავებს:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი.
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია. იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.
კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი - სოზარ სუბარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი.
ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.
სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურთდა. გარემოს დაცვის სამინისტროს – სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი დაემატა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.