რუსეთის ავიაციამ სირიაში ავიარეიდები განახორციელა

20 დეკემბერი 2017, 00:00 2272 ნახვა

რუსეთის ავიაციამ სირიაში ავიარეიდები განახორციელა. თავდასხმას 17 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. რუსეთის ავიაციის სამიზნე იდლიბის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქი გახდა. ადგილობრივი სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

იდლიბი დეესკალაციის ზონად ითვლება, სადაც აგრესიის აქტები აკრძალულია. არსებული ინფორმაციით, იდლიბის მიმართულებით, ორი ავიათავდასხმა განხორციელდა. პარალელურად, სირიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დამასკოში ახალ აეროპორტს ააშენებს, ამისთვის ახალ პროექტს ამზადებენ.

არსებული აეროპორტი 1970 წელს არის აშენებული. ომამდე დამასკოს აეროპორტი ერთ-ერთი მოწინავე იყო რეგიონში. ახლა აქ 12 თვითმფრინავიდან მხოლოდ 5 ფუნქციონირებს. საერთაშორისო რეისები კი მხოლოდ ირანის, ლიბანის, სომხეთისა და რუსეთის მიმართულებით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი