დაცარიელებული სოფელი ხულოში

19 დეკემბერი 2017, 00:00 8825 ნახვა

სოფელი ადამიანების გარეშე – ხულოში, დეკანაშვილების თემში მაღალი ზონის სოფელი კურცხალი დაცლილია, იქ ერთი ოჯახიც კი აღარ ცხოვრობს. უსაფრთხოების მიზნით ჩაჭრილია ელექტროენერგია, აღარ ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლა, სადაც ჯერ კიდევ შარშან ერთი მოზარდი სწავლობდა, არაა გაწმენდილი სოფლამდე მისასვლელი გზა.

ამ სოფელში რეგისტრირებულია 30-მდე ოჯახი, რომელიც ზაფხულს კურცხალში ატარებს და მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითაც სარგებლობს. განახევრებულია ახლოს მდებარე სხვა დასახლებებიც, გუდასახოსა და წვერიყანაში. რთული რელიეფის და უგზოობის გამო მოქალაქეებს სურსათის მომარაგებაც უჭირთ.

სოფო შავაძე და ზვიად აბულაძე ცდილობდნენ დღეს ამ სოფლებამდე მიღწევას – ვნახოთ მათი რეპორტაჟი, ასევე გავიგოთ რას ფიქრობენ მოსახლეობის მთაში დამაგრებაზე, მთის კანონის მიზანზე აღმასრულებელ ორგანოებში

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში