მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს. მათ შორის მუნიციპალური ფონდებიდან თანხების გახარჯვის საკითხი.
პროექტებისათვის სულ 15 მლნ 725 198 ლარი გამოყოფილია, ტენდერების, პროექტების ფაქტობრივი შესრულებისა და პროექტების ნაწილის 2018 წელში გადატანის გამო, მიღებული ეკონომია კი 2 მლნ 551 ათას 673 ლარს შეადგენს.
მომავალ წელს მუნიციპალური ფონდი შემცირებულია და 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. მთავრობაში ამბობენ, რომ ეს თანხები საკმარისია, თუმცა კაპიტალური ტრანსფერის გაზრდას ელოდებიან.