ახალი სკვერი ლერმონტოვის ქუჩაზე და ერთ დღეში დაზიანებული მცენარეები, სკამები და ურნები. რეაკრეაციული ზონა გუშინ გაიხსნა. იქ 22 სახეობის 800-მდე ნერგი დაირგო, დღეს დილით კი გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებს რამდენიმე მცენარე გადატეხილი დახვდათ. სკვერში სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.