უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მუშაობას აფასებს. მის განცხადებით, არსებული სტატისტიკით სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაზრდილია, თუმცა სასამართლოსადმი ნდობის ხარისხს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.
ბაკურიძე ფიქრობს, რომ სასამართლო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მაგალითად 11-12 მარტის მოვლენების შესახებ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელიც მისივე თქმით, სასამართლოს მუშაობის ინდიკატორი გახდება.