ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილი ბათუმის ევროკლუბში სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპულ ღირებულებებს და უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და უკვე განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ადმინისტრაციული და სტრუქტურული რეფორმების ეფექტიანობაზე და ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის როლზე.