გაუჩინარებული მოზარდის ოჯახის მიმართვა სამართალდამცველებს

17 დეკემბერი 2017, 00:00 8530 ნახვა

ქობულეთში დაკარგული არასრულწლოვნის ოჯახი შსს-სგან დროულ და ეფექტურ გამოძიებას, ასევე საქმის სხვა მუხლით აღძვრას ითხოვს. დაკარგული მოზარდის და აცხადებს, რომ მისი ძმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე  სახლში ფიზიკური დაზიანებებით დაბრუნდა, რისი დამადასტურებელი ფოტოსურათიც არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახის მიმართვასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ  უწყება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში