საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში დღეს აღარ გაიმართება. საკითხი კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წერიგში იყო შეტანილი, თუმცა ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 ივნისს ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო, რათა პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალება მიეცეთ შეხვდნენ და მოემზადონ საგანგებო პლენარული სესიისთვის. რიგგარეშე სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ. 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.