სარგსიანი: სომხეთმა შესაძლოა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს

04 აპრილი 2016, 00:00 8626 ნახვა

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში სომხეთი კომპრომისისთვის მზადაა. ერევანი და ყარაბაღი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ჯარისკაცების დისლოკაციის პოზიციებზე დაბრუნებას უჭერენ მხარს. ამის შესახებ სერჟ სარგსიანმა განაცხადა. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ ე.წ. ყარაბაღის ხელისუფლებასთან დიალოგი პირდაპირ უნდა აწარმოოს.

სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ ეუთომ აზერბაიჯანი უნდა აიძულოს, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს პატივი სცეს, მთიან რეგიონში კი ორგანიზაციის მონიტორინგის შესაძლებლობა უნდა გაიზარდოს და საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამოძიება დაიწყოს. სომხეთის პირველი პირი თურქეთის მიერ ბაქოს ქმედებების ღია მხარდაჭერასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ანკარის განცხადებამ შეიძლება სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს. 

ამავე კატეგორიაში