სავარაუდო სუიციდის შემთხვევა ხულოში

16 დეკემბერი 2017, 00:00 13641 ნახვა

სავარაუდო სუიციდის ფაქტი ხულოში. მე-12 კლასის მოსწავლის ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, დაღუპული გუშინ სკოლაში იყო, დღეს დილით კი სახლში. გარდაცვლილი სოფელ ვაშლოვანიდანაა და ის ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობდა.

ფაქტს ადასტურებენ ხულოს რესურსცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაღუპულის ცხედარს ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი