ბათუმის ხელოვნების ცენტრში თურქეთის ლეგენდარული ანსამბლის ,,ანატოლიის ცეცხლის" კონცერტი გაიმართა. შოუ- პროგრამა საათ-ნახევარს გრძელდებოდა. თურქეთში აღიარებული და პოპულარული ანსამბლი 120 მოცეკვავეს აერთიანებს, შოუ, რომელიც გუშინ ხელოვნების ცენტრში ბათუმელი მაყურებლებისთვის დაიდგა გინესის რეკორდის წიგნშია შესული, რადგან ყველაზე სწრაფი ერთ წუთიანი ნომერი 241 საცეკვაო ილეთისგან შედგება.
კონცერტის დაწყებამდე ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც თურქეთისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ. ღონისძიება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა, კონცერტის მიზანი კი თურქეთ- საქართველოს შორის კულტურული და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ,,ანატოლიის ცეცხლი" ბათუმის შემდეგ, თბილისს ეწვევა.