სპორტი მთავარში

14 დეკემბერი 2017, 00:00 2502 ნახვა

• საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე იქნება.  ფეხბურთის ფედერაციაში 43 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი დღეს გაფორმდა. გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით სუპერთასის მფლობელიც. გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა. ასევე ცნობილია, რომ    ნაკრებში მას თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ეს თანამდებობა გია გეგუჩაძემ დატოვა.

• ცვლილებები თბილისის დინამოში, გავრცელებული ინფორმაციით ეროვნული ლიგის ვიცე ჩემპიონს კიდევ სამი ფეხბურთელი დატოვებს. სეზონის დასრულების შემდეგ დინამოდან უკრაინელი ლეგიონერები, მეკარე სერგი ლიტოვჩენკო და მცველი ბოგდან მიშენკო წავიდნენ. თბილისელთა რიგებში მომავალ წელს ვეღარ ვიხილავთ ეროვნული ნაკრების გოლკიპერ ნუკრი რევიშვილს, რომელიც დიდი ალბათობით ეროვნული ლიგაში აღზევებულ რუსთავში გააგრძელებს კარიერას. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბს თბილისელთა განვლილი სეზონის საუკეთესო მეგოლე ბექა მიქელთაძე და  მცველი ლევან გეგეჭკორი ემშვიდობებიან. სავარაუდოდ ისინი თამაშს უცხოეთში გააგრძელებენ.

• აბუ დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს აზიის და უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდები „ალ ჯაზირა“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი რეალის გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სამეფო კლუბმა პირველი ტაიმი დათმო, თუმცა რონალდოსა და ბეილის გოლებით გამარჯვებას მაინც მიაღწია. მადრიდელები ფინალში ლიბერტადორესის თასის მფლობელს ბრაზილიურ „გრემიოს“ შეხვდებიან. ფინალური შეხვედრა 16 დეკემბერს 21 :00 საათზე დაიწყება.

• რიო დე ჟანეიროში გუშინ კოპა სუდამერიკანას იგივე სამხრეთ აფრიკის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართა. მარაკანას სტადიონზე ერთმანეთს ბრაზილიური ფლამენგო და არგენტინული ინდეპენდიენტე შეხვდნენ. სტუმრებს პირველი მატჩი 2:1 ჰქონდათ მოგებული, შესაბამისად ფრეც აძლევთ ხელს.  29-ე წუთზე „ფლამენგო“ ლუკას პაკეტამ დააწინაურა, თუმცა 10 წუთში ესეკიელ ბარკომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ბრაზილიელები მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ფოლბდნენ, მაგრამ გოლის გატანა დარჩენილ დროში ვეღარ მოახერხეს. 1:1 და „ინდეპენდიენტემ“ სამხრეთ ამერიკის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი