სახანძრო უსაფრთხოების საკითხი სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინიციატივით სიმულაციური თამაშები ტარდება. იმიტირებული განგაში და სახანძრო ევაკუაცია დღეს ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლა მეხანძრეების დახმარებით დატოვეს.
იმიტირებულ სწავლებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები მონაწილეობდნენ. განათლების მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი დაიწყო, პარალელურად კი მსგავსი აქტივობები გაგრძელდება.