ხურმის ექსპორტი - რა კეთდება ახალი ბაზრის მოსაძიებლად?

13 დეკემბერი 2017, 00:00 3500 ნახვა

გასული წლის მსგავსად, აჭარაში ხურმის მოსავალი წელსაც 2 000 ტონას აჭარბებს. როგორც ფერმერები, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ რეალიზაციის პრობლემა არ შექმნილა. მოსავლის დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით იყიდება, ფასი საშუალოდ 60 თეთრია. ექსპორტზე კი, ძირითადად, უკრაინაში გადის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013-14 წლებში მრავალწლოვან ხეხილოვან კულტურას თანადაფინანსებით არიგებდა.

სამომავლოდ მსგავსი პროგრამის განხორციელება აღარ იგეგმება, თუმცა დაინტერესებულ ფერმერს, მრავალწლოვანი ხილის ნერგის შეძენა, მაგალითად, მსხლის, ვაშლის, ხურმის, მანდარინის - ნებისმიერ ლიცენზირებულ სანერგე მეურნეობაში შეეძლება, სადაც მოქალაქეს ღირებულების მხოლოდ 30 პროცენტის გადახდა მოუწევს. 

ამავე კატეგორიაში