ქობულეთი - ოზურგეთის გზა

13 დეკემბერი 2017, 00:00 3913 ნახვა

​ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ამორტიზებულია. მძღოლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ ამ გზით სარგებლობისას მანქანები ხშირად უზიანდებათ. გზის სიგრძე 19 კილომეტრია, თუმცა განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია 5 კილომეტრიანი მონაკვეთი.

2018 წლიდან როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში გევუებნებიან სწორედ ამ მონაკვეთის მოასფალტებაა დაგეგმილი, ასევე მომავლისთვის აპირებენ ფერდების გამაგრებას, რადგან, მძიმე ტექნიკის ხშირ გადაადგილებასთან ერთად, ამ გზას მეწყრული პროცესების გააქტიურებაც აზიანებს. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილების წონის კონტროლს და დასაშვებობას, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, სადაც ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს, შესაბამისად დღეს ამაზე პასუხი არ გვაქვს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი