სოფელ კონდიდში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა

13 დეკემბერი 2017, 00:00 3060 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კონდიდში  ლაზიშვილების საცხოვრებელ სახლთან ახლოს მეწყრული პროცესი განვითარდა. აქ სტიქიამ გზის სავალი ნაწილი ერთი წლის წინაც დააზიანა, რამაც საფრთხე ერთ-ერთ ოჯახს შეუქმნა. მოსახლოება მერიისგან შესაბამის დასკვნას ითხოვს.

თვითმმართველობაში  აცხადებენ, რომ გეოლოგები  უახლოეს მომავალში დადებენ  დასკვნას, არის თუ არა საფრთხის შემცველი აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრება. გზის რეაბილიტაციას ითხოვს  საკრებულოს ოპოზიციონერი წევრიც. ბონდო თედორაძეს  აჭარის საგზაო დეპარტამენტში უპასუხეს, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნული ტერიტორია იმ მიზეზის გამო ვერ  მოწესრიგდა, რომ  მეწყრული პროცესები ისევ გრძელდება.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში