ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

12 დეკემბერი 2017, 00:00 5318 ნახვა

გუშინ ღამით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ძველ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მალევე მივიდა ბათუმის სახანძრო სამსახური და ცეცხლი ჩააქრეს, მათი ინფორმაციით ხანძარი სახლის მეორე სართულზე იყო.

დაკვამლიანება პირველად ბოტანიკური ბაღის დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს. ბოტანიკური ბაღის დირექტორის ინფორმაციით მცენარეები არ დაზიანებულა.

სახლი, სადაც ცეცხლი გაჩნდა ავარიულია. ოჯახები შენობიდან რამდენიმე თვის წინ გაასახლეს. ამ დრომდე საცხოვრებლის პირველ სართულზე მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი საცხოვრებლიდან გაიყვანეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში