ტრენინგი ''ინფო ტური'' გრძელდება. გიდების გადამზადების პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ აქტივობებს მოიცავდა. ექსკურსიამძღოლები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებს ეცნობიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სხვადასხვა ენოვანი 15 გიდი მაჭახელას ტურისთვის გადამზადდა. პროექტის მონაწილეები ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ტრენინგებს დაესწრნენ, დაათვალიერეს მაჭახელას ხეობაში არსებული ტურისტული ობიექტები. ტრენინგი ტურიზმის დეპარტამეტისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.