აფეთქებისას 7 ადამიანი დაშავდა

10 დეკემბერი 2017, 00:00 2793 ნახვა

ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქება, დღის მეორე ნახევარში, 14 საათსა და 40 წუთზე ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ძლიერი აფეთქების შედეგად, დაზიანდა სხვა კორპუსებიც. დაზიანებულია მიმდებარე ქუჩებზე მდგარი ავტომანქანებიც. დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში