კურორტ “გოდერძზე” ზამთრის სეზონი მესამედ გაიხსნა. ხელი მოეწერა ახალ ოთხ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც გაზაფხულზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.
ასევე კურორტზე წელს წარმოდგენილი იქნება ღია ცისქვეშ კინოთეატრი, ახალი საბავშვო გასართობი მოედანი, კაფე-რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტები. გოდერძის კურორტის განვითარება 2011 წელს დაიწყო.