შუახევში, გაუწმენდავი გზის გამო, ამ დრომდე შეუძლებელია გადაადგილება წყალსაყრის და შუბნის თემის მიმართულებით. ნაწილობრივ შიდა სასოფლო გზების გაწმენდილი დღვანის, ბარათაულის, უჩამბის და ზამლეთის თემის შიდა სასოფლო გზები.
შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, 18 ერთეული ტექნიკა დილიდან მუშაობს. მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგია ამ დრომდე 350- მდე აბონენტს არ მიეწოდება. დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენაზე დილიდან მუშაობენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.