სტიქია ქობულეთში

09 დეკემბერი 2017, 00:00 2573 ნახვა

მეწყერი ჩამოწვა ქობულეთი - ოზურგეთის საავტომობილო გზაზე. მეწყრული პროცესი განვითარდა ზედა აჭყვაში ბედინაძეების საცხოვრებელთანაც, რაც შეეხება გუშინ  გაყვანილ 2 ოჯახს ისინი ნათესავებთან იმყოფებიან. ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი  კომისია შეისწავლის და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

მიწის მასა ჩამოიშალა 8 სოფლის შიდა გზაზე, თუმცა ქობულეთის მერის მოადგილის ინფორმაციით მასა მცირეა და გადაადგილება შეფერხებული არ არის . უამინდობის გამო სოფელ ლეღვაში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და 180 ოჯახს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. სასმელი წყლის გარეშე ამ დროისთვის სოფელი ბუკნარია დარჩენილი 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში