პროექტ ,,კოსმოსური ბანაკის“-ის მონაწილე მოსწავლეებს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ყოფილი ასტრონავტი შეხვდა. ჰაიდი ფაიფერმა მოსწავლეებს კოსმოსში ცხოვრების, მუშაობის, გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
პროექტი, კოსმოსური ბანაკი“ მოიცავს სალექციო პროგრამას, პრაქტიკულ სამუშაოებს სარაკეტო და ჰაერნაოსნობის ინჟინერიისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიღწევების შესახებ. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განმტიკიცებისთვის „ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.