მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჩიქუნეთსა და სოფელ ზედა ქოქოლეთში. სოფელ ჩიქუნეთში 10 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მეწყერმა გზა ჩახერგა და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში რამდენიმე ტექნიკა მუშაობს და მეწყერს მნიშვნელოვანი ზიანი მუნიციპალიტეტისთვის არ მიუყენებია.