მეწყერი ქობულეთი- ოზურგეთის გზაზე

09 დეკემბერი 2017, 00:00 2700 ნახვა

მეწყერი ჩამოწვა ქობულეთი - ოზურგეთის საავტომობილო გზაზე. რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში, მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც ქობულეთის მერია განაცხადეს მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობდა. მეწყრული პროცესი განვითარდა ზედა აჭყვაში ბედინაძეების საცხოვრებელთანაც, რაც შეეხება გუშინ  გაყვანილ 2 ოჯახს ისინი თავს ისევ ახლობლებთან აფარებენ.

ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი  ჯგუფი შეისწავლის და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა ღონისძიება გატარდება. მიწის მასა ჩამოსულია 8 სოფლის შიდა გზაზე თუმცა მერის მოადგილის ინფორმაციით მასა მცირეა და გადაადგილება შეფერხებული არ არის . უამინდობის გამო სოფელ ლეღვაში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და 180 ოჯახს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ხოლო სოფელ ციხისძირის, ბუკნარისა და საჩინოს მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში