ძლიერი ნალექების გამო მეწყერული მოვლენები განვითარდა ბათუმი - ახალციხის მაგისტრალზე. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარესთან დღეს დილით რამდენიმე საათით მეწყრის გამო გადაკეტილი იყო საავტომობილო მაგისტრალი.
მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე რამდენიმე მეწყერი განვითარდა დოლოგანთან, გობრონეთთან და წონიარისთან. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დროულად განხორციელდა. უამინდობის გამო მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.