შსს არ ადასტურებენ ინფორმაციას "ლეოგრანდის" საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ

07 დეკემბერი 2017, 00:00 4109 ნახვა

შს სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს არ დაუდასტურეს ინფორმაცია "ლეოგრანდის" საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ. 

შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძრის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა. 

დღეს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძრის საქმეზე გამოძიებამ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი