საწვავის ფასი და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი

07 დეკემბერი 2017, 00:00 4092 ნახვა

საქართველოში ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა, დაგეგმილს გადააჭარბა და ნოემბრისთვის 5.6 პროცენტს მიაღწია, არადა 2017 წლისთვის ეროვნული ბანკის მიზანი ინფლაციის დონის 4 პროცენტზე შენარჩუნება იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკი კვლავ იღებს ვალდებულებას მომავლისთვის მაჩვენებელი 3 პროცენტამდე დაიყვანოს.

ინფლაციასთან ერთად გაზრდილია ფასები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასების ზრდა აისახა საკვებ პროდუქტებზე, ალკოჰოლზე, ასევე სატრანსპორტო მომსახურებაზე. ყველაზე მკვეთრად ფასი მომატებულია საწვავზე. ეროვნული ვალუტა კი ეროვნული ბანკის მონაცემებით გუშინდელთან შედარებით, დღეს ერთი ნიშნულით გამყარდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი