მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ სხდომაზე მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ ახსენა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრა და სკოლებში უსაფრთხოების ზომებსა და კანონმდებლობის კუთხით საჭირო მუშაობაზე გააკეთა აქცენტი.