კვირიკაშვილი: ''შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, მეტყველებს, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა''

07 დეკემბერი 2017, 00:00 3845 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია შეაფასა, მისი განცხადებთ შსს ეფექტურად იმუშავა და არავინ დარჩება დაუსჯელი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მემგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც ისაა, რომ მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ სწორი გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისის ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან და მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. . 

კვირიკაშილის განცხადებით,  არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებში რაღაც გაიპარა და ამაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი მეტყველებს.  "შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა" - აცხადებს კვირიკაშილი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში