"იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი"

05 დეკემბერი 2017, 00:00 3549 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კომენტარი გააკეთა, დავით რექვიაშვილი აცხადებს, რომ ამ პირობებში საჭიროა დაკავებულის ფიზიკური დაცულობა.


„ცხადია არის უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელზეც პოლიტიკური მნიშვნელობის კომენტარს ბუნებრივია არ და ვერ გავაკეთებთ. თუმცა, ამავდროულად, ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დატვირთვას აძლევს ამ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა ამ რთულ გარემოებაში იქნება უზრუნველყოფილი.“ - განაცხადა დავით რექვიაშვილმა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში