ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

05 დეკემბერი 2017, 00:00 3043 ნახვა

ე. წ.  ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ლუკა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. პარალელურად, ხორციელდება ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობა.

აღნიშნულ ქუჩაზე უკვე გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩების კეთილმოწყობა. სამუშაოები მარტში დაიწყო და მომავალი წლის 1-ელ სექტემბრამდე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ 360 ათას ლარია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი